მასალები
ლექცია 0
გამარჯობა!
ეს კურსი მეტია ვიდრე კიმპიუტერული მეცნიერების შესავალი!
ეს კურსი პრობლემების გადაჭრის ისეთ ხელოვნებაზეა რომელიც ადამიანებს ზრდის და ხსნის შესაძლებლობების ახალ სამყაროებს. აქ მიღებული ცოდნის გამოყენებას შეძლებთ თქვენი საქმიანობაში, რაც არ უნდა იყოს ის.
აღსანიშნავია რომ პროცესი არ იქნება მარტივი! კურსის განმავლობაში მოგიწევს ახალი ცოდნისა და ინფორმაციის ყანწებით დალევა. თავადვე გაოცდები იმით რასაც მიაღწევ მომდევნო კვირების განმავლობაში.
ეს კურსი არის იმისთვის რომ განავითარო საკუთარო თავი, მაქსიმალურად. მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ არის იმისთვის რომ რაღაც სტანდარტულ და სტერეოტიპულ შედეგებზე გახვიდე. აქ ყოველ დღე იბრძოლებ უკეთესი საკუთარი თავისთვის, იმაზე უკეთესი ვიდრე გუშინ იყავი. მუდმივი, ნელი, სტაბილური ზრდა არის ერთადერთი სწორი მაჩვენებელი იმისა რომ წარმატებით მიიწევ წინ. ეჯიბრები მხოლოდ გუშნდელ "მეს" და არავის სხვას!
ყველაზე მნიშნველოვანი რამ რაც უნდა გაითვალისწინოთ: მიეცით დრო საკუთარ თავს. კურსის გავლისას ნუ იჩქარებთ. ყველანი განსხვავებულად ვსწავლობთ, განსხვავებული მიდგომებით, განსხვავებული ტემპით. თუ თავიდან რაღაც ისე კარგად არ მიდიხარ წინ, იცოდე რომ დროის გასვლასთან ერთად გაიზრდები და გაიზრდება შენი უნარები და შესაძლებლობები.
რა გელოდება წინ?
ამ კვირაში გაეცნობი Scratch - ს, ვიზუალური პროგრამირების ენას.
მომდევნო კვირებში გაეცნობი C - ს რომელიც ასე გამოიყურება:
რაც დრო გავა ალგორითმებსაც გაეცნობი ნელ-ნელა.
ისწავლი კომპიუტერის მეხსიერების შესახებ.
ისწავლი ბაგებიანი/შეცდომებიანი კოდის შესახებ და რა იწვევს მათ.
ისწავლი მონაცემთა სტრუქტურებს, ისეთებს როგორიცაა ჰეშ ცხრილი (hash table).
შემდეგ გადავინაცვლებთ შედარებით ახალ, მაღალი დონის ენა Python - ზე. შენი კოდი უკვე რაღაც ასეთი გახდება:
ეს კურსი მოგცემს იმის აღქმას თუ როგორ განვითარდნენ თანამედროვე პროგრამირების ენები.
ასევე გავეცნობით მონაცემთა ბაზების საფუძვლებს და რამოდენიმე თანამედროვე framework - ს რომლითაც იქმნება ვებ აპლიკაციები.
BitCamp - ის საზოგადოება
დღეიდან შენ BitCamp - ის სუპერ მეგობრული საზოგადოების წევრი ხდები. შემოგვიერთდი Facebook ჯგუფში, Discord სერვერებზე, Youtube არხზე, Linkedin - ზე და მიაღწიე შენს მაქსიმალურ პოტენციალს თანამებრძოლებთან ერთად.
"კომპიუტერული" აზროვნება
რეალურად კომპიუტერული პროგრამირება გულისხმობს რაღაც Input - იდან რაღაც output - ის მიღებას რის შედეგადაც პრობლემა გადაჭრილია. რაც ხდება Input - სა და Output - ს შორის მას ვეძახით შავ ყუთს. ჩვენი ფოკუსი მთელი კურსის განმავლობაში იმაზე იქნება მიმართული თუ რა ხდება შავ ყუთში.
მაგალითად შეიძლება ასეთი ამოცანა გვქონდეს რომ დავთვალოთ რამდენი ადამიანია BitCamp - ის დეველოპერების ერთ-ერთ შეკრებაზე. ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ თვლის უნარული(unary) სისტემა და ვეცადოთ საკუთარი ხელის თითებით გადავთვალოთ ადამიანების რაოდენობა. რამდენ თითსაც მოვკეცავთ, იმდენი ადამიანია შეკრებაზე. თუმცა კომპიუტერები თვლიან ორობით(binary/ბინარული) სისტემით. ტერმინი მომდინარეობს binari digit - სგან და და საბოლოოდ კი ამ ორი სიტყვის შემოკლებული შერწყმით ვიღებთ ყველასთვის ცნობილ ბიტეს/bit. ბიტი შეიძლება იყოს ნოლი ან ერთი. შესაბამისად თითს მაგვირად, ორობით სისტემაში გვაქვს 2 მნიშნვლეობა - 0 და 1.
კომპიუტერებმა იციან და საუბრობენ მხოლოდ ნოლებისა და ერთების ენით. ნოლები წარმოადგენენ გამორთულ მდგომარეობას ხოლო ერთები ჩართულს. კომპიუტერი არის მილიონობით და შეიძლება მილიარდობით ტრანზისტორების წყება რომლებიც ან გამორთულია ან ჩართული. ან 0 - ია ან 1.
თუ წარმოვიდგენთ რომ 1 ნათურა გვაქვს, შეგვიძლია დავთვალოთ მხოლოდ 0 - დან 1 - მდე.
მაგრამ თუ 3 ნათურა გვექნება მაშინ გაცილებით მეტის დათვლას შევძლებთ მათი ჩართული თუ გამორთული მდგომარეობების კომბინაციით.
3 ნათურის გამოყენებით, რიცხვი 0 - ის ჩაწერას შევძლებდით ასე (ყველა ნათურა გამორთულია):
შესაბამისად 1 ასე გამოიყურება:
ლოგიკურად რომ გავყვეთ, შეგვიძლია ვთქვათ რომ 2 იქნება:
კიდევ რომ განვავითაროთ ეს ლოგიკა, 3 გამოვა:
4 კი იქნება:
რეალურად კი 3 ნათური გამოყენებით შეგვიძლია დავთვალოთ მხოლოდ 7 - მდე:
შეგვიძლია წარმოვიდგინოთ რომ რიცხვში შემავალი ციფრების პოზიციები თანრგირებია და მათი მნიშვნელობები ასეთია:
კომპიუტერები იყენებენ ორობით თვლის სისტემას რომლის წარმოსახვა ასე შეგვიძლია:
შესაბამისად შეგვიძლია ვთქვათ რომ 7 - მდე დასათვლელად გვჭირდება 3 ბიტი (ერთეულებისთვის, ორეულებისთვის და ოთხეულებისთვის).
კომპიუტერები ძირითადად 8 ბიტის სიგრძის რიცხვებს იყენებენ. მაგალითად რიცხვ 5 - ს ასე ჩავწერდით ორობითში:
00000101
.
ტექსტი
Last updated