CS50x საქართველო
🧑🎓 გინდა ისწავლო პროგრამირება ჰარვარდის ყველაზე პოპულარული კურსით?
კეთილი იყოს შენი ფეხი კომპიუტერული მეცნიერებისა და პროგრამირების სამყაროში.
CS50 ჰარვარდის უნივერსიტეტის უნიკალური სასწავლო კურსია, 20 წლიანი ისტორიითა და გამოცდილებით. მას არა მხოლოდ ჰარვარდში, არამედ მთელ მსოფლიოში იყენებს მილიონობით სტუდენტი და ლექტორი.
ამ კურსის გავლა რეკომენდირებულია იმ ადამიანებისთვის ვინც 0 - იდან იწყებს და სურს კარგად გაერკვეს კომპიუტერული მეცნიერების სამყაროს საფუძვლებში.
შეიძლება გაგიკვირდეთ მაგრამ ამ კურსის გავლა რეკომენდირებულია არა მხოლოდ პროგრამისტობით დაინტერესებული სტუდენტებისთვის არამედ ნებისმიერი სხვა პროფესიის ადამიანისთვისაც. CS50 - ის პროგრამის სტუდენტები ძალიან ხშირად ხდებიან სხვა პროფესიებიდან გადმომსვლელი ადამიანები. თუმცა სულაც რომ არ გადმოდიოდეთ ტექნოლოგიების ინდუსტრიაში, ეს კურსი მაინც სასარგებლოა ნებისმიერი პროფესიონალისთვის რადგან ის შეგძენთ პრობლემების გადაწყვეტის უნიკალურ თვისებებს და ეს თვისებები ტრანსფერირებადია ნებისმიერ პროფესიასა თუ სფეროში. ტექნოლოგიების სამყაროს გაცნობა კი დამატებით ისეთი სარგებელია რითაც თქვენს ხელში აღმოჩნდება პრობლემების გადასაჭრელად საჭირო ფანტასტიური იარაღების კრებული და რაც მთავარია მათი გამოყენება გეცოდინებათ - შესაბამისად თქვენს პროფესიაშიც მეტად ეფექტური და დაფასებული გახდებით.
ამ კურსის მთავარი ხიბლი მისი სრული გახსნილობაა რაც საშუალებას აძლევს ყველა სტუდენტს, სმაყაროს ნებისმიერ წერტილში, მიიღოს ჰარვარდის დონის განათლება კომპიუტერული მეცნიერების საფუძვლებში.
ყველაზე კარგი ამბავი ისაა რომ ეს კურსი სრულიად უფასოა არა მხოლოდ სტუდენტებისთვის, არამედ ის ღიაა ყველა იმ ლექტორისთვისაც ვისაც სურს საკუთარ უნივერსიტეტში, საკუთარ აუდიენციას ასწავლოს პროგრამირება იმ ხარისხითა და შემართებით რასაც ჰარვარდიდან გვკარნახობენ. შესაბამისად ჩვენ, ქართველ ხალხსაც გვეძლევა უნიკალური შესაძლებლობა გავხდეთ ამ გლობალურად ინტელექტუალური და ტექნოლოგიური სამყაროს ღირსეული წევრები.
კურსის ასეთი გახსნილობა საშუალებას გვაძლევს ვთარგმნოთ ის ნებისმიერ ენაზე და ჩავატაროთ ის ნებისმიერ გარემოში. 2023 წლიდან კი ეს უზარმაზარი პასუხისმგებლობა და ამავდროულად პატივიც BitCamp - ის საზოგადოებას ერგო. ოთო ზაკალაშვილი, BitCamp - ის დამფუძნებელი იქნება ამ კურსის ლექტორი და შესაბამისი სამენტორო სერვისის, BitCamp 101 - ის ხელმძღვანელი.
ამ კურსის დამოუკიდებლად გავლა სრულიად უფასოა, ყველა მსურველისთვის. ამ კურსის ლექციები, დავალებები და ყველა ის მასალა რაც საჭიროა მისი წარმატებით გასავლელად, საჯაროდ განთავსდება ამ საიტზე (cs50.ge) და BitCamp - ის Youtube არხზე.
სასწავლო ასისტენტები / მენტორები
სალექციო კურსის პარალელურად ვიწყებთ საქართველოსთვის უპრეცედენტო მასშტაბის სასწავლო ასისტენტების/მენტორების მომსახურების სერვისის ამუშავებას. სასწავლო ასისტენტების ტრადიცია პრესტიჟული უნივერსიტეტების სასწავლო პროცესის განუყოფელი ნაწილია.
სასწავლო ასისტენტის მთავარი ფუნქციაა დაეხმაროს სტუდენტებს ლექციაზე მოსმენილი საკითხების სწავლაში, მიაწოდოს მათ საჭირო მასალები და საჭიროების შემთხვევაში დაეხმაროს დავალების კეთებისას აღმოჩენილი პრობლემების აღმოფხვრაში.
BitCamp - ის სამყაროში სასწავლო ასისტენტებს მეორე სახლით "მენტორით" მოვიხსენიებთ. შესაბამისად ყოველთვის როცა სიტყვა "მენტორს" ვახსენებთ, სასწავლო ასისტენტს ვგულისხმობთ.
რატომ შეიძლება დამჭირდეს სასწავლო ასისტენტის / მენტორის დახმარება?
როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, სალექციო კურსი, მასალები და დავალებები უფასოა და კურსის გასავალელად მენტორის აყვანა ან რაიმე ფასიანი მომსახურების/პროდუქტის შეძენა აუცილებელი არ არის.
თუმცა ბევრი ადამიანისთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ლექციები და სასწავლო მასალები, არამედ კურსის სასწავლო საკითხებში და დავალებებში მეტად გარკვეულ ადამიანთან ერთად მუშაობა. ეს საშუალებას გაძლევთ არ იგრძნოთ თავი მარტო, არ გეშინოდეთ რომ თუ სადმე გაიჭედებით ან რამეს ვერ გაიგებთ, მარტო მოგიწევთ პრობლემის გადაჭრა, ან არ გეშინოდეთ რომ შეიძლება ნებისყოფა არ გეყოთ და ვერ გააგრძელოთ სწავლა. მენტორის აყვანა დამატებითი კომფორტია სწორედ ასეთი რისკების შესამცირებლად. BitCamp - ში დაგროვილი წლების ისტორია აჩვენებს რომ მენტორის ყოლა ზრდის კურსის წარმატებით გავლის შანსს და აქრობს მარტოობის და გაურკვევლობის შეგრძნებას. ჩვენი სტუდენტების უმეტესობა აღნიშნავს რომ მხოლოდ ის ფაქტიც საკმარისია რომ მენტორის ეიმედებათ, ეს უკვე აძლევთ იმხელა თავდაჯერებას რომ გაცილებით ნაკლებად ნერვიულობენ და შესაბამისად გაცილებით უკეთ ფოკუსირებენ კურსზე, დავალებებსა და პროექტებზე.
იმისთვის რომ მენტორის აყვანა ყველას შეეძლოს, ბევრს ვმუშაობთ და ვქმნით საქართველოში ყველაზე დიდი სამენტორო ქსელს და მენტორების საწვრთნელ "ბაზას". თუმცა ასეთი სერვისის არსებობა გულისხმობს ასობით ადამიანის, ყოველდღიურ ჩართულობას და შესაბამისად ის უფასო ვერ იქნებოდა. ჩვენ ვეცადეთ მაქსიმალურად შეგვემცირებინა სამენტორო სერვისის საფასური და ის თვეში 100 ლარამდე ჩამოვიყვანეთ.
რომ შევაჯამოთ - CS50 - ის სალექციო კურსი, ქართულად, სრულიად უფასოა და პრეტენზია გვაქვს რომ ქართულ ბაზარზე არსებულ ყველა სალექციო კურსზე, მინიმუმ, 10 - ჯერ უკეთესია.
ჩვენ ვფიქრობთ რომ სალექციო კურსები რომლებიც ათასობით ლარი ღირს, ხშირ შემთხვევაში, ტექნოლოგიების სფეროში ახლად მოსული ადამიანის გაურკვევლობით მოსარგებლე ორგანიზაციებისთვის უბრალოდ ფულის გასაკეთებელი მახეა და ჩვენი შემოთავაზებით გვსურს ხელები გავუხსნათ ყველა იმ სტუდენტს ვინც ფიქრობს რომ საკმაოდ დიდი ფინანსების არ ქონის გამო, კარგი განათლების მიღება შეუძლებელია. გამოგვყევით და თავად დარწმუნდებით.
ამავდროულად კი ყველას გვინდა დავანახოთ რომ სასწავლო პროცესის მთავარი მამოძრავებელი ძალაც და მიზანიც უნდა იყოს თავდაუზოგავი ბრძოლა სტუდენტის წარმატებისთვის და მხოლოდ ასე გულანთებულ ადამიანებს შეგვიძლია შევქმნათ ინტელექტუალური განვითარებისა და განათლების უწყვეტი პროცესი.
რას ემსახურება BitCamp - ის ეს წამოწყება და CS50x საქართველო?
ვფიქრობთ რომ პროგრამირების ცოდნა ძალიან მნიშვნელოვანია თანამედროვე ადამიანისთვის და გვინდა შევქმნათ ისეთი გარემო სადაც ადამიანები ვითარდებიან, აღწევენ წარმატებას და ქმნიან მეტ ღირებულებას როგორც პირადად მათთვის ასევე მათი ოჯახის წევრების, მეგობრების და ახლობლებისთვი. ასეთ საზოგადოებაში ადამიანები მეტად მზრუნველები ხდებიან. ისინი მზადა არიან ნებისმიერ დროს მიიღოს ახალი წევრი, დაეხმარონ მას პირველი ნაბიჯების გადადგმასა და პირველი წარმატების მიღწევაში.
ჩვენ ვაგვარებთ პროგრამირების და კომპიუტერული მეცნიერების სწავლის პრობლემას ერთხელ და სამუდამოდ!
სწავლა და ბრძოლა 🔥✊
Last updated